ავტორი:

მსხვილი კინოსტუდიები, რომელთა შორის Sony, Warner Bros, Disney და Marvel-ი არიან, უკრაინაზე თავდასხმის გამო, რუსეთში კინოპრემიერებს აჩერებენ

მსხვილი კინოსტუდიები, რომელთა შორის Sony, Warner Bros, Disney და Marvel-ი არიან, უკრაინაზე თავდასხმის გამო, რუსეთში კინოპრემიერებს აჩერებენ

მსხვილი კინოსტუდიები, რომელთა შორის Sony, Warner Bros, Disney და Marvel-ი არიან, რუსეთში კინოპრემიერებს დროებით აჩერებენ.

გამოცემა The Hollywood Reporter-ის ინფორმაციით, Warner Bros სტუდიამ რუსეთში "ბეტმენის“ გამოსვლა პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე შეაჩერა.

"უკრაინაში ჰუმანიტარული კრიზისის გამო WarnerMedia-მ რუსულ კინოთეატრებში "ბეტმენის“ გაშვება შეაჩერა. ჩვენ მივადევნებთ თვალყურს მოვლენების განვითარებას და იმედი გვაქვს ამ ტრაგედიის სწრაფი და მშვიდობიანი მოგვარების,“- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

Sony-მ კი ფილმ "მორბიუსის“ გამოშვება შეაჩერა, Disney კი გახდა პირველი ჰოლივუდური კინოსტუდია, რომელმაც შეწყვიტა ურთიერთობა რუსეთთან.

ცნობისთვის, Netflix-მა 2022 წლის პირველი მარტიდან რუსეთის 20 ფედერალური არხის ტრანსლირებაზე, უარი უკრაინაზე თავდასხმის გამო თქვა.