ავტორი:

"ბატონმა ყაველაშვილმა ისე აგინა საკუთარ დედას, ისე აგინა, გაოცებული ვარ... მამაჩემის ცნობილი ფუნაგორია მომაგონდა: "დედას ვერ გაგინებ, შენისთანა რომ არ გაჩნდეს მეორეო" - თაკო ჩარკვიანი

"ბატონმა ყაველაშვილმა ისე აგინა საკუთარ დედას, ისე აგინა, გაოცებული ვარ... მამაჩემის ცნობილი ფუნაგორია მომაგონდა: "დედას ვერ გაგინებ, შენისთანა რომ არ გაჩნდეს მეორეო" - თაკო ჩარკვიანი

"მოვისმინეთ ახლა ბატონი ყაველაშვილის გამოსვლა, რომელმაც ისე აგინა საკუთარ დედას, ისე აგინა, რომ გაოცებული ვარ. მე ასეთი რამ არ მომისმენია. მომაგონდა მამაჩემის ცნობილი ფუნაგორია, რომელიც ძალიან ცუდ კაცს უთხრა: "კიდევ გეტყვი ბევრჯერ, ბევრჯერ, კიდევ გაგიმეორებ, მე შენ დედას ვერ გაგინებ, შენისთანა რომ არ გაჩნდეს მეორე“, - ამის შესახებ დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მან უმრავლესობის წევრებს მიმართა, ევროკავშირის გარეშე საქართველო არ დატოვონ, თორემ ამას ხალხი არ აპატიებთ.

"როგორმე, საქართველო დაჩქარებული წესით უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი. ეს უნდა იყოს ჩვენი მიზანი, რომ არ აღმოვჩნდეთ ჩვენ ირაკლი ღარიბაშვილის სათადარიგო ავტოფარეხში. მოვისმინეთ ახლა ბატონი ყაველაშვილის გამოსვლა, რომელმაც ისე აგინა საკუთარ დედას, ისე აგინა, რომ გაოცებული ვარ. მე ასეთი რამ არ მომისმენია. მომაგონდა მამაჩემის ცნობილი ფუნაგორია, რომელიც ძალიან ცუდ კაცს უთხრა: "კიდევ გეტყვი ბევრჯერ, ბევრჯერ, კიდევ გაგიმეორებ, მე შენ დედას ვერ გაგინებ, შენისთანა რომ არ გაჩნდეს მეორე“. იქ ოღონდ სხვა სიტყვა იყო, რომელსაც ჩემ თავს ვერ ვაკადრებ და ვერ ვიტყვი. საკუთარი დედების მოკითხვას კი ნუ მოვისმენთ უმრავლესობიდან, ეს ოჯახში გააკეთონ, მათი მამების თანდასწრებით მოიკითხონ საკუთარი მშობლები და დედები, ასეთი ცუდად აღზრდისთვის.

თქვე მართლა საცოდავებო, დღეს ქვეყანა არ დატოვოთ ევროკავშირის გარეშე, თორემ ზედ გადაგივლით ხალხი! 2012 წელს რომ გვცოდნოდა ჯაბანი ხალხი ხართ, ხმას მოგცემდით?! რა უბედურებაა ეს, რაზე ვლაპარაკობთ, რას ჰგავს ეს ყველაფერი? იმის მაგივრად, რომ ერთი შანსი აქვს ქვეყანას დარჩენილი და როგორმე ეს გამოვიყენოთ, ჩვენ რომ ეს განცხადება გავაკეთოთ ახლა რადგან გვეშინია იმ დღეში არ აღმოჩნდეს ჩვენი სახელმწიფო, რა დღეშიც ახლა უკრაინაა, ეს რა, ომის დაწყებას ნიშნავს? აბა, რა ვქნათ? იზოლირებაში გინდათ ჩვენი სახელმწიფო მოათავსოთ? ვინ ამბობს რომ შევიარაღდეთ და შევუვარდეთ რუსებს? სად გვაქვს ჩვენ ამისი საშუალება? მაგრამ ღარიბაშვილის ტონალობა, რომ პარლამენტს თავისი საქმე აქვს და ომი უკრაინაში მიდის, ამის თქმას როგორ აბედინებთ, რომ ჩვენს ქვეყანას შეურაცხყოფა მიაყენოს?“ - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.