გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ რუსეთის შეჭრა უკრაინაში იმაზე უარესია, ვიდრე ელოდნენ.
"ტრაგედია, რომელიც ჩვენ ვიწინასწარმეტყველეთ, მოხდა და ის ჩვენს პროგნოზებზე უარესია. ვხედავთ განვითარებად კატასტროფას ევროპის კონტინენტზე“, - განაცხადა ჯონსონმა.
მისი თქმით, "აშკარაა, რომ ვლადიმერ პუტინი მზად არის გამოიყენოს ბარბაროსული ტაქტიკა უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, დაბომბოს კორპუსები, გაგზავნოს იქ რაკეტები, დახოცოს ბავშვები“.
ამასთან, გაერთიანებული სამეფოს პრემიერის მტკიცებით, დარწმუნებულია, რომ პუტინი დამარცხდება.
"აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ - უფრო დარწმუნებული ვარ, ვიდრე ოდესმე - რომ პუტინი დამარცხდება. მე მჯერა, რომ პუტინი უნდა დამარცხდეს და ჩვენ წარმატებას მივაღწევთ სუვერენული, დამოუკიდებელი და დემოკრატიული უკრაინის დაცვასა და შენარჩუნებაში“, - განაცხადა ბორის ჯონსონმა.