უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. ზელენსკისმამაც და ჭკვიან ლიდერად მიიჩნევენ. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ტავდაპირველად მას არაფერი აკავშირებდა პოლიტიკასთან და კომიკოსი იყო.
საზოგადოებას ვოლოდიმირ ზელენსკის ცხოვრების შესახებ ახლა ყველა დეტალი აინტერესებს. სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეოები, სადაც უკრაინულ "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მისი მონაწილეობის პერიოდია ასახული. საინტერესოა, რომ უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნული შოუს გამარჯვებულია.
ზელენსკი 2006 წელს მონაწილეობდა პოპულარულ სატელევიზიო შოუში. თაყვანისმცემლები "ტვიტერსა" და "ტიკტოკში" აღფრთოვანებულნი არიან პრეზიდენტის და მისი მეწყვილის, ოლენა შოპტენკოს ნომერზე, რომელშიც ორივე თვალახვეული ცეკვავს. სოციალურ ქსელში პოზიტიური რეაქციები მოჰყვა ზელენსკის ქარიზმატულ მოძრაობებსა და მოქნილობას.

თუმცა ეს ყველაფერი არაა: რამდენიმე დღის წინ ბრიტანელმა მსახიობმა, ჰიუ ბონევილმა საინტერესო აღმოჩენა გააკეთა უკრაინის პრეზიდენტზე. მან აღნიშნა, რომ ბრიტანული ანიმაციური ფილმის - "პადინგტონის" უკრაინულ გახმოვანებაში ნაცნობ ხმას მოჰკრა ყური და რომ დათუნიას ნამდვილად ზელენსკი ახმოვანებს:
"დღემდე არ ვიცოდი ვინ ახმოვანებდა პადინგტონის ხმას ფილმის უკრაინულ ვერსიაში. გმადლობთ, პრეზიდენტო ზელენსკი," - დაპოსტა მან "ტვიტერზე" ვიდეოსთან ერთად. ამ აღმოჩენის ნამდვილობას ფილმის პროდიუსერიც ადასტურებს.

Until today I had no idea who provided the voice of @paddingtonbear in Ukraine. Speaking for myself, thank you, President Zelenskiy. #PaddingtonBear https://t.co/5VaMi201Fs
— Hugh Bonneville 🇺🇦 (@hughbon) February 27, 2022

წყარო: nypost
მოამზადა ანა სიბოშვილმა