ავტორი:

"დაამტკიცეთ, რომ არ მიგვატოვებთ, დაამტკიცეთ, რომ ნამდვილად ევროპელები ხართ" - ზელენსკის ემოციური მიმართვა ევროპარლამენტში და ფეხზე წამომდგარი მთელი დარბაზი (ვიდეო)

"დაამტკიცეთ, რომ არ მიგვატოვებთ, დაამტკიცეთ, რომ ნამდვილად ევროპელები ხართ" - ზელენსკის ემოციური მიმართვა ევროპარლამენტში და ფეხზე წამომდგარი მთელი დარბაზი (ვიდეო)

"დაამტკიცეთ, რომ ჩვენთან ხართ. დაამტკიცეთ, რომ არ მიგვატოვებთ. დაამტკიცეთ, რომ თქვენ ნამდვილად ევროპელები ხართ და სიცოცხლე გაიმარჯვებს სიკვდილზე, სინათლე კი სიბნელეზე" - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპარლამენტარებთან ვიდეომიმართვისას განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინა იბრძვის საკუთარი მიწისა და თავისუფლებისთვის. ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ უკვე დაამტკიცა მისი სიძლიერე, ახლა ევროკავშირმა უნდა დაამტკიცოს, რომ ის უკრაინის გვერდითაა.

"თქვენს გარეშე უკრაინა მარტოსული იქნება. ჩვენ დავამტკიცეთ ჩვენი სიძლიერე. ზუსტად თქვნნაირები ვართ. ასე რომ, თქვენც დაამტკიცეთ, რომ ჩვენთან ხართ. დაამტკიცეთ, რომ არ მიგვატოვებთ. დაამტკიცეთ, რომ თქვენ ნამდვილად ევროპელები ხართ და სიცოცხლე გაიმარჯვებს სიკვდილზე, სინათლე კი სიბნელეზე.

ჩვენ ვიბრძვით ჩვენი მიწისა და ჩვენი თავისუფლებისთვის. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი შვილები ცოცხალი ვიხილოთ. ვფიქრობ, ეს სამართლიანია. ჩვენ ვიბრძვით ჩვენი სიცოცხლისთვის... ჩვენ ვიბრძვით გადარჩენისთვის. ეს არის ჩვენი ყველაზე მაღალი მოტივაცია, მაგრამ ჩვენ ასევე ვიბრძვით, რომ ვიყოთ ევროპის თანასწორუფლებიანი წევრები“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ევროპარლამენტარები, რომლებსაც უკრაინის დროშიანი მაისურები ეცვათ, ზელენსკის სიტყვით გამოსვლის შემდეგ ფეხზე წამოდგენენ და ტაშს რამდენიმე წუთის განმავლობაში უკრავდნენ.