ავტორი:

მიუნხენის ორკესტრის დირიჟორი, ვალერი გერგიევი, რომელიც პუტინის ახლო მეგობარია, თანამდებობიდან გაათავისუფლეს

მიუნხენის ორკესტრის დირიჟორი, ვალერი გერგიევი, რომელიც პუტინის ახლო მეგობარია, თანამდებობიდან გაათავისუფლეს

მიუნხენის ორკესტრმა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან კავშირის გამო, დირიჟორი ვალერი გერგიევი გაათავისუფლა. ამის შესახებ BBC-ი წერს.

პუტინის ახლო მეგობარი და მხარდამჭერი ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ზეწოლის ქვეშ იყო, რათა აზრი გამოეთქვა უკრაინაში რუსული სამხედრო ძალების შეჭრის გამო. მიუნხენის მერმა მას ულტიმატუმი წაუყენა, რომ თუ არ დაგმობდა პუტინის ქმედებებს, დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლებდნენ.

ვადა კი ორშაბათამდე მისცა, დედლაინის გასვლის შემდეგ, მუსიკოსს კონტრაქტი შეუწყვიტეს.

"ველოდი, რომ ის გადახედავდა რუსეთის ლიდერის მიმართ მის ძალიან დადებით შეფასებას. მაგრამ ეს არ გააკეთა" - ამბობს მიუნხენის მერი.

აღსანიშნავია, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გერგიევმა ცხინვალში სანკტ-პეტერბურგის თეატრის ორკესტრი ჩაიყვანა და კონცერტი გამართა.