ავტორი:

"დავით არახამიას მამა ბატალიონ "გაგრას" მეთაური იყო... ვამაყობ, რომ მეც მივიღე მონაწილეობა დავითის დაფრთიანებაში" - სააკაშვილი

"დავით არახამიას მამა ბატალიონ "გაგრას" მეთაური იყო... ვამაყობ, რომ მეც მივიღე მონაწილეობა დავითის დაფრთიანებაში" - სააკაშვილი

ვამაყობ, რომ უკრაინაში დავით არახამიას პოლიტიკური კარიერა დაიწყო ჩემს პარტიაში, "ახალ ძალთა მოძრაობაში", - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"დავით არახამია გაგრიდან დევნილია. მამამისი ბატალიონ "გაგრას" მეთაური იყო. ვამაყობ, რომ უკრაინაში მისი პოლიტიკური კარიერა დაიწყო ჩემს პარტიაში, "ახალ ძალთა მოძრაობაში".

ჩემი ჰოლანდიაში გაგდების შემდეგ, ის ზელენსკისთან გადავიდა და ახალ პარლამენტში თავიდანვე გახდა უმრავლესობის ლიდერი.

ვამაყობ, რომ მეც მივიღე მონაწილეობა მის დაფრთიანებაში“, - წერს სააკაშვილი.

უკრაინისთვის ამ უმძიმეს დღეებში, ამ ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი პირი წარმოშობით ქართველი ბიზნესმენი, პოლიტიკოსი დავით არახამიაა (დავით ბრაუნი).

დავით არახამია უკრაინის რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარეა და წარმოადგენს უკრაინულ დელეგაციას რუსულ მხარესთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამართული მოლაპარაკებების დროს. "მოლაპარაკებები ან სწორი მიმართულებით წავა, ან ისე, როგორც რუსული სამხედრო გემი", - დაწერა მან ბელარუსში გასამართი შეხვედრის წინ.