ავტორი:

რუსმა ოკუპანტებმა კიევის ანძაზე დარტყმა განახორციელეს - უკრაინული მედია

რუსმა ოკუპანტებმა კიევის ანძაზე დარტყმა განახორციელეს - უკრაინული მედია

რუსმა ოკუპანტებმა კიევის სატელევიზიო ანძაზე დარტყმა განახორციელეს. ამის შესახებ უკრაინელი მედია იუწყება. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ანძა კვამლშია გახვეული.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისში განაცხადეს, რომ განხორციელდა სროლა მაუწყებლის სააპარატოზე.

მათივე ცნობით, დროებით გაითიშა არხები, მაგრამ უახლოეს მომავალში ჩაირთვება არხების ნაწილის სარეზერვო მაუწყებლობა.

გარდა ამისა, ზოგიერთი ტელეარხის ყურება Youtube-ის მეშვეობით იქნება შესაძლებელი.