ავტორი:

"მაიმუნი, უმადური... ჩვენი ელჩი რომ ტყვიების ცვენაში დავუტოვეთ კიევში, მაგას ვერ ხედავს ხო?" - წულუკიანის მეუღლე ზელენსკიზე

"მაიმუნი, უმადური... ჩვენი ელჩი რომ ტყვიების ცვენაში დავუტოვეთ კიევში, მაგას ვერ ხედავს ხო?" - წულუკიანის მეუღლე ზელენსკიზე

კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის მეუღლე ნუგო კაკულია საქართველოდან უკრაინის ელჩის გავწვევის თემას ეხმაურება და ვოლოდიმირ ზელენსკის "უმადურს" უწოდებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით კაკულია პოსტს სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"ხალხი, რომელიც დღეს აქციის ორგანიზატორები არიან, რომლებმაც საქართველოში ბრძოლის მესამე დღეს ბრძოლის ველი დატოვეს და გაიქცნენ, ხალხი, რომლებმაც ჩვენი შვილებისგან 40 კილომეტრში დაგვიტოვეს მტერი! და რომლებსაც ომი ტრა**ის ჩვენება გონათ! მინდა ვკითხო, იმას განიცდი და აღშფოთდი რომ საქართველოდან თავისი ელჩი გაიწვია ზელენსკიმ ?? სიკეთე ვერაფერი ვერ დაინახა ხო მაგ ჩემისამ მაგან ...

გადაა**ით ერთმანეთს თქვენ ზელენსკიმ მიშამ და ზევიდან მაგ ელჩმა!! ბელარუსიდან არ გაიწვია ელჩი! მოლდავეთიდან არ გაიწვია ელჩი! და რუსებით ოკუპირებული საქართველოდან გაიწვია ელჩი რომელიც ნაცებზე ლოცვაში ატარებდა მთელ დროს ! ჩვენი ელჩი და საელჩო რომ ტყვიების ცვენაში დავუტოვეთ კიევში თანადგომის ნიშნად მაგას ვერ ხედავს ხო? მაიმუნი უმადური" - წერს კაკულია.

ცნობისთვის, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ელჩი საქართველოში, კონსულტაციებისთვის ქვეყნიდან გაიწვია.

"დაუყონებლივ კონსულტაციებზე გამოვიწვიეთ უკრაინის ელჩი ყირგიზეთში, რადგან ამ ქვეყანამ რუსული აგრესია გაამართლა. ასევე ვიძახებთ კონსულტაციებზე უკრაინის ელჩს საქართველოში, რადგან მოხალისეები არ გამოუშვეს, ასევე სანქციებთან დაკავშირებით ამორალური პოზიციის გამო", - განაცხადა ზელენსკიმ.