ავტორი:

"ბევრი უჭორავია, ბევრი სისულელეები უბოდიალია... ზღაპრებს ჰყვება"- გახარია ღარიბაშვილზე

"ბევრი უჭორავია, ბევრი სისულელეები უბოდიალია... ზღაპრებს ჰყვება"- გახარია ღარიბაშვილზე

ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია 20 ივნისთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს ჭორაობას უწოდებს.

"ტვ პირველის" ეთერში მან ღარიბაშვილის იმ განცხადებას უპასუხა, სადაც ითქვა, რომ გახარიამ აქციაზე "უდანაშაულო ადამიანებს თვალები დათხარა".

"ბევრი უჭორავია, ბევრი სისულელეები უბოდიალია. პარტიაში იკრიბებოდნენ კი არა, გამქალები იყვნენ, სად იყვნენ კაციშვილმა არ იცის. ზღაპრებს ჰყვება" - ამბობს გახარია.

ექსპრემიერის განმარტებით, ის დღესაც ფიქრობს, რომ იმ დროს პოლიციამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ სწორად იმოქმედა.

"სანამ ეს ყველაფერი იყო ღირსეული პროტესტი, პოლიციელები ღირსეულად დადიოდნენ და ხალხს წყალს ურიგედნენ. ამას გავაკეთებდით ბოლომდე, ამას რომ ანტისახელმწიფოებრივი ხასიათი არ მიეღო.

მეტსაც გეტყვით, თუ დღესაც ვინმე გადაწყვეტს უკანონოდ პარლამენტში შეჭრას, ეს იქნება არასწორი იმ მიზნის და იდეისთვის, რომელსაც ქართული სახლემწიფოს გაძლიერება ჰქვია" - აღნიშნა გახარიამ.