თქვენ გადახაზეთ ის სირცხვილი, რომელიც ჩვენ „გვაჭამა“ ჩვენმა ე.წ. ხელისუფლებამ, - ასე მიმართა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს.
მისი თქმით, მოთხოვნაა, ხელისუფლება წავიდეს.
"დიდი მდლობა, რომ აღარ ვიქნებით იმ მდგომრეობაში, რომ შეგვრცხვეს, ვთქვთ, რომ ამ მონა ხელისუფლების მოქალაქეები ვართ, რადგან არ ვემორჩილებით მათ.
მთავარი, რითაც ქართველი ყველა ეპოქაში იწონებდა თავს, იყო ვაჟკაცი და მადლიერი - გადაუარეს ამ ძირითად ღირებულებებს, რითიც არაერთ ქვეყანში ამაყად ვამბობდით, რომ იმ ქვეყნის შვილები ვართ, რომელსაც თავი არასდროს დაუხრია.
დღეს იმ ახალგზრების ხელშია ჩვენი ბედი, ვინც დღეს აქ დგას. დღეს თქვენ დაიწყეთ ის, რომ არ შეგვრცხვეს ვთქვათ, ამ ქვეყნის შვილები ვართ. თქვენ გადახაზეთ ის სირცხვილი, რომელიც ჩვენ „გვაჭამა“ ჩვენმა ე.წ. ხელისუფლებამ. არავითარი თანამშრომლობა, გარდა ერთი მოთხოვნისა, რომ ისინი წავიდნენ. არავითარი გეგმები, რომელიც არ უნდა გვითხრან. პოლიტიკოსები უნდა დაემორჩილონ არა ექსპერტებს, არამედ, ერთადერთი უნდა აიღონ შეკვეთა ამ ადამიანებისგან, ვინც აქ დგას და ეს ადამიანები ამბობენ, ნათელ მიზანს, გადადგეს ეს მთავრობა“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.