ავტორი:

"ხალხის დაბომბვა მაინც შეწყდეს, უბრალოდ შეწყდეს დაბომბვა და შემდეგ დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან" - ზელენსკი

"ხალხის დაბომბვა მაინც შეწყდეს, უბრალოდ შეწყდეს დაბომბვა და შემდეგ დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან" - ზელენსკი

აუცილებელია ხალხის დაბომბვა მაინც შეწყდეს, უბრალოდ შეწყდეს დაბომბვა და შემდეგ დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-თან და Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ნატოს წევრებმა ფრენების აკრძალვის შესახებ რუსული საჰაერო ძალების შესაჩერებლად შეზღუდვები უნდა შემოიღონ.

"ეს არ არის ნატოს ქვეყნების ომში ჩათრევა. სიმართლე ისაა, რომ ყველა დიდი ხანია ომშია ჩარეული და ,რა თქმა უნდა, ფართომასშტაბიანი ომი არა უკრაინის, არამედ რუსეთის გამო მიმდინარეობს“, - განაცხადა ზელენსკიმ.