ექსპერტი გია ხუხაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე საინტერესო პოსტს აქვეყნებს, რომლითაც ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლას იხსენებს.
"ერთ ნიშანდობლივ ისტორიას მოგიყვებით: იცით, რომ ბიძინამ პირველს მე მთხოვა შეხვედრა. მითხრა, რომ პოლიტიკაში მოდიოდა და უნდოდა ჩვენ ერთად დაგვეწყო. მე დრო ავიღე მოსაფიქრებლად. ჩემს ირგვლივ ყველა მიმტკიცებდა, რომ თუ მე ამ გადაწყვეტილებას მივიღებდი დედიან-ბუდიანად გამანადგურებდნენ, რადგან სისტემა უძლეველია და მარცხი გარდაუვალი. მეუბნებოდნენ, რომ საკუთარი ცოლ-შვილიც ფეხებზე მკიდია და ა.შ.
მარტივი კითხვა მაქვს: მე და ბევრ სხვას მაშინ ისე რომ გვეფიქრა, როგორც დღეს ბიძინა და მისი დაჯგუფება ფიქრობს, სად იქნებოდა დღეს ბიძინა?!" - წერს ხუხაშვილი.