ავტორი:

ქალაქი ხერსონი რუსულმა ძალებმა დაიკავეს - რა ხდებოდა მთელი ღამის განმავლობაში უკრაინაში: ყველა მნიშნელოვანი ინფორმაცია

ქალაქი ხერსონი რუსულმა ძალებმა დაიკავეს - რა ხდებოდა მთელი ღამის განმავლობაში უკრაინაში: ყველა მნიშნელოვანი ინფორმაცია

უკრაინაში სხვადასხვა ადგილას წუხელ შეტაკებები მიმდინარეობდა. განსაკუთრებით დაძაბული ვითარება იყო ხერსონში და ხარკოვში, აფეთქებების ხმა ისმოდა დედაქალაქ კიევთან.

  • ქალაქი ხერსონი რუსულმა ძალებმა დაიკავეს

უკრაინის ქალაქი ხერსონი რუსულმა ძალებმა დაიკავეს, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ქალაქის მერი დახმარებას სთხოვს მთავრობას და სხვადასხვა უწყებას, რათა უზრუნველყონ მარაგების, მათ შორის საკვებისა და მედიკამენტების მიწოდება და დაჭრილების ევაკუაცია.

ადგილობრივი საბჭოს წევრმა BBC-ის განუცხადა, რომ დაიღუპა 200 ადამიანი, მათ შორის ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე.

ამასთან, უკრაინის ქალაქ ჟიტომირში საცხოვრებელ კორპუსებში სარაკეტო დარტმის შედეგად გაჩენილ ხანძარს ებრძვიან.

  • ხარკოვში რუსულ და უკრაინულ ძალებს შორის ბრძოლა მიმდინარეობდა

უკრაინული მედია უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ხარკოვში რუსული დესანტი გადასხეს და მიმდინარეობდა ბრძოლა რუს სამხედროებსა და უკრაინელ ჯარისკაცებს შორის.

ოკუპანტები თავს დაესხნენ საავადმყოფოს - ჩრდილოეთ რეგიონის სამხედრო სამედიცინო კლინიკურ ცენტრს.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმა იმ დროს მოხდა, როდესაც ქალაქსა და ოლქში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაში გამოცხადდა.

გარდა ამისა. ხარკოვში საფრენოსნო სკოლის ყაზარმებზე საჰაერო დარტყმა განხორციელდა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშჩენკომ ტელეგრამის არხზე განაცხადა. "ხარკოვში ავიაიერიში ასევე განხორციელდა კლოჩკოვსკაიას 228-ე სკოლის ყაზარმებზე. ყაზარმები იწვის“, - წერს გერაშენკო.

მედიის ინფორმაიცით, როგორც ცნობილია, 1 -ელი მარტის დილით, ოკუპანტებმა ხარკოვში, რაკეტები ისროლეს, არის მსხვერპლი.

  • კიევთან აფეთქებების ხმა ისმოდა

კიევთან აფეთქებების ხმა ისმოდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებდა. მათივე ინფორმაციით, აფეთქებების ხმა 22:40 საათზე კიევთან გარკვეულ მანძილზე ისმოდა.