ავტორი:

"ჩვენ საერთო მტერი გვყავს და ეს პუტინის რუსეთია. დღეს თქვენ იბრძვით ჩვენთვისაც...“ - ნანი ბრეგვაძე უკრაინის მხარდასაჭერად განცხადებას ავრცელებს

"ჩვენ საერთო მტერი გვყავს და ეს პუტინის რუსეთია. დღეს თქვენ იბრძვით ჩვენთვისაც...“ - ნანი ბრეგვაძე უკრაინის მხარდასაჭერად განცხადებას ავრცელებს

ცნობილი ქართველი მომღერალი ნანი ბრეგვაძე ოფიციალურ გვერდზე რუსეთის მხრიდან უკრაინაში ომის დაწყებას ეხმაურება და უკრაინას მხარდაჭერას უცხადებას. მომღერალი წერს, რომ საქართველოსა და რუსეთს საერთო მტერი გვყავს პუტინის სახით...

ნანი ბრეგვაძე:

"ჩემო ძვირფასო, საყვარელო უკრაინელებო! მთელი მსოფლიოსთვის თქვენ გმირობის მაგალითი ხართ და აჩვენებთ ყველას, როგორ უნდა უყვარდეთ და იცავდნენ სამშობლოს აგრესორისგან. ჩვენ საერთო მტერი გვყავს და ეს პუტინის რუსეთია. დღეს თქვენ იბრძვით ჩვენთვისაც და მთელი მსოფლიოსთვისაც. ჩვენ ქართველები ვლოცულობთ თქვენთვის და ვართ თქვენთან ერთად.

დიდება უკრაინას! გმირებს დიდება!"