ავტორი:

"მე ვარ მანანა კოზაკოვა და მაშასადამე, ქართველი... ვარ უკრაინელ ხალხთან" - მსახიობი რუსეთის უკრაინაზე თავდასხმას ეხმაურება

"მე ვარ მანანა კოზაკოვა და მაშასადამე, ქართველი... ვარ უკრაინელ ხალხთან" - მსახიობი რუსეთის უკრაინაზე თავდასხმას ეხმაურება

მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი მანანა კოზაკოვა სოციალურ ქსელში რუსეთ-უკრაინის ომს ეხმაურება.

"მიუხედავად იმისა, რომ ვარ მანანა კოზაკოვა, მიუხედავად იმისა, რომ ვარ რუსული კულტურის მსახურის, დიდი მსახიობის შვილი, მიუხედავად იმისა, რომ საშინლად განვიცდი ჩემი და-ძმის ყველანაირ იზოლაციას (ეკონომიკურ, მორალურ, მთელი მსოფლიოსგან ზიზღს), ვარ უკრაინელ ხალხთან. იმიტომ, რომ მახსოვს რუსეთის ომი, დამოკიდებულება, მცოცავი ოკუპაცია და ა.შ. მე ვარ მანანა კოზაკოვა და მაშასადამე, ქართველი".

ცნობილი რუსი მსახიობი და რეჟისორი მიხეილ კოზაკოვი 2011 წელს გარდაიცვალა. მსახიობს ოთხი ცოლისგან ხუთი შვილი დარჩა. მსახიობის მეორე ცოლი ქართველი მხატვარი მედეა ბერელაშვილი გახლდათ, წყვილს თანაცხოვრებისას ერთი ქალიშვილი მანანა შეეძინათ. მანანა კოზაკოვა თბილისში დედასთან და ბებიასთან გაიზარდა, მოგვიანებით იხსენებდა, რომ მამას იშვიათად ნახულობდა.