ავტორი:

რუს და ბელარუს მოციგურავეებს საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობა ეკრძალებათ

რუს და ბელარუს მოციგურავეებს საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობა ეკრძალებათ

რუსეთისა და ბელარუსის მოციგურავეებს საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობის უფლება აღარ ექნებათ, - ამის შესახებ მოციგურავეთა საერთაშორისო კავშირის (ISU) განცხადებაშია აღნიშნული.

ორგანიზაცია გამოხატავს სოლიდარობას ყველა იმ პირის მიმართ, ვინც დაზარალებულია უკრაინის კონფლიქტით.

შეგახსენებთ, ორი დღის წინ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) საერთაშორისო სპორტულ ფედერაციებს რეკომენდაციით მიმართა, რუსეთისა და ბელარუსის სპორტსმენებს შეჯიბრებებში მონაწილეობის უფლება არ მისცენ.