უკრაინის ქალაქ ჟიტომირზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად მინიმუმ 2 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, - ინფორმაციას BBC-ი უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყებაში აცხადებენ, რომ დაშავებულია 16 მოქალაქე. უკრაინის სამთავრობო უწყებები სოციალურ ქსელში ავრცელებენ კადრებს, სადაც მათი ინფორმაციით, ჟიტომირზე განხორციელებული თავდასხმის შედეგებია ასახული. კადრებში ჩანს, როგორ ცდილობენ მაშველები ნანგრევებიდან ადამიანების ამოყვანას.