ავტორი:

რუსების შეტევა ხარკოვის უნივერსიტეტზე, თავს დაესხნენ პოლიციის შენობასაც

რუსების შეტევა ხარკოვის უნივერსიტეტზე, თავს დაესხნენ პოლიციის შენობასაც

უკრაინის ხელისუფლება ადასტურებს ცნობებს, დღეს დილით ხარკოვის პოლიციის შენობასა და უნივერსიტეტზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიაიერიშის შესახებ. საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური "ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ფოტოებს ავრცელებს, სადაც ასახულია თუ როგორ ცდილობენ მეხანძრეები და მაშველები ცეცხლის ჩაქრობას. აღნიშნული უწყების ინფორმაციითვე, ხანძარი საცხოვრებელ სახლებსაც მოედო, არსებობს ხანძრის გავრცელების საფრთხე.

წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია 3 ადამიანი. ადგილზე 100-მდე მაშველი მუშაობს.