ავტორი:

მოსკოვის პოლიციამ უკრაინის საელჩოსთან ყვავილებით მისული 7-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვები დააკავა - სულისშემძვრელი ფოტო და ვიდეოკადრები

მოსკოვის პოლიციამ უკრაინის საელჩოსთან ყვავილებით მისული 7-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვები დააკავა - სულისშემძვრელი ფოტო და ვიდეოკადრები

მოსკოვის პოლიციამ პირველ მარტს უკრაინის საელჩოსთან ყვავილების დასაწყობად მისული ხუთი ბავშვი და მათი დედები დააკავა. ბავშვებს თან ჰქონდათ პლაკატები წარწერით - "არა ომს.“

ინფორმაციას სოციალური ქსელში რუსეთის სოციალურ მეცნიერებათა ინსტიტუტის თანამედროვე ჰუმანიტარული კვლევების სკოლის უფროსი მკვლევარი, ალექსანდრა არხიპოვა ფაქტის ამსახველ ფოტოებთან და ვიდეოსთან ერთად ავრცელებს.

არხიპოვას ინფორმაციით, მშობლებს ტელეფონები წაართვეს და მშობლის უფლების ჩამორთმევით ემუქრებოდნენ.

მკვლევარი წერს, რომ ბავშვების ასაკი 7-დან 11 წლამდეა. გავრცელებული ვიდეო და ფოტოკადრები სულისშემძვრელია.

"7-დან 11 წლამდე ხუთი ბავშვი და მათი დედები, ოლგა ალტერი და ეკატერინა ზავიზიონი დღეს დააკავეს უკრაინის საელჩოსთან ყვავილების დადების მცდელობისთვის (რა საშინელი კრიმინალია ბავშვები პლაკატებით ხელში)“, - წერს ქალი და აღნიშნავს, რომ შემდეგი არის სასამართლო, ჯარიმები და მუქარა.

ალექსანდრა აღნიშნავს, რომ აუცილებლად იბრძოლებენ და ინფორმაციას საზოგადოებას გააცნობენ.