ავტორი:

როგორ ეხმარება ქართული ბიზნესი და მოსახლეობა უკრაინელ ხალხს - უპრეცედენტო მხარდაჭერა მეგობარი ქვეყნისთვის

როგორ ეხმარება ქართული ბიზნესი და მოსახლეობა უკრაინელ ხალხს - უპრეცედენტო მხარდაჭერა მეგობარი ქვეყნისთვის

მე-7 დღეა, ჩვენი ქვეყნის მეგობარ ქვეყანაში საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. ოკუპანტი ქვეყნის თავდასხმის პარალელურად, უკრაინის მიმართ მსოფლიოს მასშტაბით როგორც პოლიტიკური, ისე სამოქალაქო მხარდაჭერა კიდევ უფრო ძლიერდება.

ამ პროცესში აქტიურად არის ჩართული ბიზნეს სექტორიც. ყველა მათგანი უკრაინის მოქალაქეების დახმარებას თავისი საქმიანობის სფეროსა და რესურსების შესაბამისად ცდილობს:

  • ომის დაწყებიდან მეორე დღესვე სააფთიაქო ქსელებმა ჯპს-მ და ფარმადეპომ გაავრცელეს საერთო განცხადება, რომლის თანახმად გამოიყო 1 მილიონზე მეტი ლარის ჰუმანიტარული დახმარება და უკვე მეშვიდე დღეა, უკრაინის თითოეული მოქალაქე სააფთიაქო ქსელებისგან 100-ლარიან ვაუჩერს იღებს,

გარდა ამისა, ჯპს-ს და ფარმადეპოს ქსელების ინიციატივით უმოკლეს დროში განხორციელდა ჰუმანიტარული ტვირთის მობილიზება, რომელიც უკრაინაში გაიგზავნა.

  • მათ შეუერთდა პსპ აფთიაქი და უკრაინელი ხალხისთვის გასაგზავნად 200 000 ლარის მედიკამენტები და პირველადი დახმარებისთვის საჭირო ნივთები უსასყიდლოდ გადასცა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.
  • თიბისი ბანკმა კი უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ყველა გადარიცხვა უფასო გახადა. გარდა ამისა, კომპანიამ შექმნა საქველმოქმედო ანგარიში, რომელზეც თანხის ჩარიცხვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
  • საქართველოს ბანკი და მისი პარტნიორები კი წითელ ჯვართან ერთად უკრაინას ჰუმანიტარულად ეხმარებიან. კომპანიის სახელით უკრაინის მოქალაქეების მხარდასაჭერ ფონდში 250 000 ლარი გადაირიცხა.
  • ლიბერთი ბანკის ნებისმიერ ფილიალში კი მთელი საქართველოს მასშტაბით, უკრაინის ნებისმიერი მოქალაქეს საერთაშორისო ფულადი გზავნილებით სარგებლობა საკომისიოს გარეშე შეუძლია.
  • ბოდი შოპის მაღაზიათა ქსელი, სასტუმროებში განაწილებულ უკრაინის მოქალაქეებს პროდუქციას უგზავნის და ასევე, მაღაზიაში მისულ მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას მოათავსონ პროდუქცია საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის განკუთვნილ ტომრებში. ასევე, ყველა გაყიდული პროდუქციიდან 2 % ირიცხება სპეციალურ ფონდში, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად.
  • დონაციის პრინციპი მოქმედებს ოპტიკურ ბრენდ აფლელუშიც ყველა გაყიდული პროდუქციიდან 2 % საქველმოქმედო ფონდში ირიცხება.
  • კლინიკების ქსელი ევექსი კი უკრაინის მოქალაქეებს 33 ფილიალში უფასო ამბულატორიულ მომსახურებას გაუწევს.
  • ამასთან, კომპანია სილქნეტის გადაწყვეტილებით, უკრაინაში დარეკვა უფასო გახდა.
  • საერთო საქმეში - ჩაერთონ დონაციის პროგრამაში, რაც გულისხმობს
  • საკონდიტრო მადარტი კი არაერთხელ გაუმასპინძლდა ჩვენს ქვეყანაში დარჩენილ უკრაინის მოქალაქეებს და მათ მიმართ სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოხატა.

სამოქალაქო და კერძო სექტორი მეგობარი ქვეყნის ბავშვებზეც ზრუნავს. მაგალითად:

  • კაფეების ქსელი ლუკა პოლარე შეუერთდა ფონდს Save the children და 10 000-ლარიანი შემოწირულობა გაიღო.

ამასთან, უკრაინის მიმართ თანადგომა გამოხატა სახელმწიფო კომპანიამ - საქართველოს ფოსტა, რომელიც ფიზიკური პირებისგან მიიღებს და უსასყიდლოდ გაგზავნის ჰუმანიტარული დანიშნულების ამანათებს უკრაინის მიმართულებით.

მეგობარი ქვეყნის მიმართ სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნეს სექტორის მხარდაჭერა მართლაც უპრეცედენტოა. ცხადია, რთულია, ერთ სტატიაში მიმოიხილო ყველა ის ინიციატივა, უკრაინის მოქალაქეების დასახმარებლად გამოითქვა, თუმცა ყველა მათგანის წვლილი თანაბრად მნიშვნელოვანია.