ყველა ომს თავისი გმირები ჰყავს და რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგაც, ყოველ დღე ვიგებთ არაერთი ადამიანის გმირული ქმედების შესახებ, თუმცა ბევრია არაზუსტი და ყალბი ისტორიაც. ერთი-ერთი ასეთი ამბავი უკრაინელების მოიერიშე MiG-29-ის პილოტს ეხება, რომელსაც სოციალურ ქსელებში "კიევის მოჩვენება" შეარქვეს.
სწორედ მას მიაწერენ უკრაინაში რუსული სამხედროების შეჭრის პირველ დღეს 6 რუსული მოიერიშეს ჩამოგდებას.
"კიევის მოჩვენება" ლეგენდად იქცა და სოციალურ ქსელში მას მილიონობით ფანი ჰყავს, ვრცელდება ვიდეო და ფოტომასალაც, რომლებზეც, თითქოსდა, უკრაინელი პილოტია აღბეჭდილი. ამბობენ, რომ მას მარტოს შეუძლია რუსულ მოიერიშეებთან გამკლავება. მფრინავის შესახებ ჰეროიკული ისტორიები სოციალურ ქსელში პოპულარულია და მათ ათასობით გაზიარება და კომენტარი აქვთ.
საინტერესოა, რომ "კიევის მოჩვენების" შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ და ასევე უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ.
პოროშენკომ გამოაქვეყნა ფოტო, სადაც MiG-29-ის კაბინაში ჩაფხუტიანი პილოტი ჩანს. ექსპრეზიდენტი მფრინავს "კიევის მოჩვენებასთან“ აიგივებს. "ასეთი ძლიერი მცველებით უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს“, - აღნიშნავს პეტრო პოროშენკო.

На фото – пілот МіГ-29. Той самий «Привид Києва».

Він викликає жах у ворогів та гордість в українців 🇺🇦

На його рахунку 6 перемог над російськими пілотами!

З такими потужними захисниками Україна точно переможе! pic.twitter.com/GJLpcJ31Si
— Петро Порошенко (@poroshenko) February 25, 2022

როგორც "დოიჩე ველე“ წერს, ეს ფოტო უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ დაახლოებით, სამი წლის წინ გამოაქვეყნა, რომელსაც თან ერთვოდა ინფორმაცია, რომ ფოტოზე აღბეჭდილი მფრინავი საცდელ ფრენას ატარებდა. გამორიცხული არ არის, რომ მფრინავი, რომელსაც ახლა სურათზე ხედავთ, მართლაც დიდ როლს ასრულებდეს რუსული მოიერიშეების განადგურებაში, მაგრამ ეს ფოტო ძველია.
გმირი მფრინავის თემას სოციალურ ქსელში უკრაინის თავდაცვის სამინისტროც გამოეხმაურა. უწყებამ შემდეგი პოსტი გამოაქვეყნა:
"ათობით გამოცდილი სამხედრო მფრინავი, კაპიტნიდან გენერლამდე, რომლებიც ადრე გათავისუფლდნენ, საჰაერო ძალებს დაუბრუნდნენ. ვინ იცის, იქნებ ერთ-ერთი მათგანი იმ MiG-29-ის პილოტია, რომელსაც კიეველები ასე ხშირად ხედავენ."
როგორც "დოიჩე ველე" წერს, ფოტოები ძველია და გამოყენებულია ფოტომანიპულაცია:
მანიპულაციაა გამოყენებული კიდევ ერთ სურათზე. ქვემოთ ხედავთ ფოტოკოლაჟს. პირველ მათგანი რეალური ფოტოა და ის უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა გაავრცელა. მასზე აღბეჭდილია დაღუპული ჯარისკაცი, ვიტალი სკაკუნი, რომელსაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ სიკვდილის შემდეგ უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა. მან საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ააფეთქა ხიდი, რათა რუსული სატანკო კოლონის წინსვლა შეეჩერებინა. მეორე ფოტოზე კი სახე შეცვალეს და მასზე ბუენოს-აირესელ ადვოკატს ხედავთ.
Twitter-ზე გამოქვეყნებულ არაერთ ვიდეოში ნაჩვენებია, როგორ აგდებს რუსულ თვითმფრინავებს "კიევის მოჩვენება.“ როგორც აღმოჩნდა, ეს ვიდეოც მანიპულაციაა და მასალა აღებულია პოპულარული ციფრული თამაშიდან Digital Combat Simulator World.
Digital Combat Simulator World-ის პრესსპიკერმა სააგენტო "როიტერსს“ დაუდასტურა, რომ მასალა ნამდვილად თამაშიდანაა.

#BREAKING
Crazy footage of a MiG-29 of the Ukrainian Air Force shooting down a Su-35 fighter jet of #Russia’s Air Force over Ukraine’s capital #Kyiv today. Likely using the R-73 infrared homing missile. #Ukraine #RussiaInvadesUkraine #worldwar3 #WorldWarIII #WWIII pic.twitter.com/MWGRfhnexB
— Ukrainelive (@Ukrainelive5) February 25, 2022

ამ დროისთვის უკრაინელი მოიერიშე თვითმფრინავის მფრინავის არსებობა, რომელიც მარტო აგდებს რუსულ მოიერიშეებს, არ დასტურდება. "დოიჩე ველე" წერს, რომ ინფორმაცია იდუმალ პილოტზე ყალბია.
თუმცა ფაქტი ერთია - უკრაინელები თავგანწირვით და გმირულად ებრძვიან რუსულ ძალებს და უკვე მათი არაერთი ტანკი, თუ მოიერიშე თვითმფირნავი გაანადგურეს. ყველა ჯარისკაცი, თუ მფრინავი, რომელიც ახლა დამპყრობელს ებრძვის და იცავს სამშობლოს, გმირია და ყველა მათგანს შეგვიძლია ვუწოდოთ კიევის, ხარკოვის, თუნდაც მთელი "უკრაინის მოჩვენება."