ავტორი:

"რუსეთის თავდასხმის შედეგად უკრაინაში 2 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა" - უკრაინის ხელისუფლება

"რუსეთის თავდასხმის შედეგად უკრაინაში 2 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა" - უკრაინის ხელისუფლება

რუსეთის თავდასხმის შედეგად უკრაინაში 2 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, - ამ ინფორმაციას უკრაინის ხელისუფლება ავრცელებს. საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ თავდასხმის შედეგად ასევე დაიღუპა ათი მაშველი.

ომის დაწყებიდან დღემდე მაშველებმა ხანძრის 400-ზე მეტი კერა ჩააქრეს.

"შვიდდღიანი ომის განმავლობაში რუსეთმა გაანადგურა ასობით სატრანსპორტო კვანძი, საცხოვრებელი კორპუსი, საავადმყოფოები და საბავშვო ბაღები“, - ნათქვამია განცხადებაში.