ავტორი:

"ჩემი მხრიდან ყველა შესაძლებლობას მოვახმარ ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინის დახმარებას" - რას წერს მერაბიშვილი ლვოვიდან?

"ჩემი მხრიდან ყველა შესაძლებლობას მოვახმარ ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინის დახმარებას" - რას წერს მერაბიშვილი ლვოვიდან?

ყოფილი პრემიერი და შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი ამბობს, რომ ამჟამად ლვოვში იმყოფება და ჰუმანიტარული დახმარების შეგროვებაშია ჩართული.

ამის შესახებ პოსტს სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"უკანასკნელი დღეების განმავლობაში აქტიურად ვარ ჩართული პოლონეთში ჰუმანიტარული დახმარების შეგროვებასა და უკრაინაში მიწოდების საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაში.

დღეს, ქალაქ ლვოვში შეხვედრა მქონდა ქალაქის მერ ანდრეი სადოვისთან, რომელთანაც განვიხილეთ ჰუმანიტარული დახმარების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები. მე, ჩემი მხრიდან, ყველა შესაძლებლობას მოვახმარ რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინის დახმარებას.

გამძლეობას და უმოკლეს დროში გამარჯვებას ვუსურვებ გმირ უკრაინას" - წერს მერაბიშვილი.