ის, რაც ჩვენ უკვე ვნახეთ ვლადიმერ პუტინის რეჟიმისგან იმ საბრძოლო მასალის გამოყენებით, რომელსაც ისინი უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ იყენებენ, ჩემი აზრით, სრულად კვალიფიცირდება, როგორც ომის დანაშაული, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა.
მისი თქმით, პუტინმა ძალიან არასწორად გათვალა უკრაინის პასუხი.
"სუვერენულ ერზე ამაზრზენი თავდასხმისას მან არ შეაფასა უკრაინელი ხალხის არაჩვეულებრივი სიმტკიცე და თავისუფალი სამყაროს ერთიანობა და მზადყოფნა, წინ აღუდგნენ მის ბარბაროსობას“, - განაცხადა გაერთიანებული სამეფოს პრემიერმა.
მისი თქმით, თუ პუტინი გაზრდის აგრესიას, დასავლეთი კიდევ უფრო გააძლიერებს ეკონომიკურ ზეწოლას რუსეთზე, უკრაინის კი ფინანსებითა და იარაღით და დაეხმარება.
"პუტინმა მარცხი უნდა განიცადოს და ეჭვი არ მეპარება, რომ ის დამარცხდება და ჩვენ წარმატებას მივაღწევთ უკრაინის დაცვაში“, - განაცხადა ბორის ჯონსონმა.