ავტორი:

"გეგმის მიხედვით ომი 20 თებერვალიდან 6 მარტამდე უნდა გაგრძელებულიყო" - Anonymous-ი რუსეთის საიდუმლო სამხედრო დოკუმენტს ასაჯაროებს

"გეგმის მიხედვით ომი 20 თებერვალიდან 6 მარტამდე უნდა გაგრძელებულიყო" - Anonymous-ი რუსეთის საიდუმლო სამხედრო დოკუმენტს ასაჯაროებს

ჰაკერთა მოძრაობა Anonymous-ი, რომელმაც ღიად გამოუცხადა კიბერ ომი რუსეთს, ამჯერად რუსული გენერალიტეტის საიდუმლო სამხედრო დოკუმენტს ასაჯაროებს. მათი ინფორმაციით, დოკუმენტი 18 იანვარს არის დამტკიცებული და წერია, რომ ომის დაწყება უკრაინაში 20 თებერვალს იგეგმებოდა და 6 მარტამდე უნდა გაგრძელებულიყო.

"გამოჟონილია რუსული სამხედრო დოკუმენტი, სადაც ჩანს, რომ ომი უკრაინის წინააღმდეგ გადაწყვიტეს 18 იანვარს. გეგმის მიხედვით ომი უნდა დაწყებულიყო 20 თებერვალს და 6 მარტამდე გაგრძელებულიყო" - წერია ინფორმაციაში.

ჰაკერთა მოძრაობა Anonymous-მა ღიად გამოუცხადა ომი რუსეთის მთავრობას - მათი ძალა უკვე გამოსცადეს აგრესორი ქვეყნის სახელმწიფო უწყებებმა. ანონიმმა ჰაკერებმა პასუხისმგებლობა აიღეს რამდენიმე კიბერდანაშაულზე, რუსული სახელმწიფო ვებგვერდების, მათ შორის, კრემლისა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური საიტების გათიშვაზე.

მათ ასევე გატეხეს თავდაცვის სამინისტროს მონაცემთა ბაზა, ხოლო რუსულ სახელმწიფო ტელეარხებსა, თუ საინფორმაციო სააგენტოების ვებგვერდებზე უკრაინის ჰიმნი, სხვა უკრაინული პატრიოტული სიმღერები და რუსეთის უკრაინაში შეჭრის ამსახველი კადრები გაუშვეს.