"პუტინი ფიქრობდა, რომ დასავლეთი და ნატო არ უპასუხებდნენ - და ფიქრობდა, რომ მას შეეძლო ჩვენი გაყოფა სახლში. ის შეცდა" - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სოციალურ ქსელ Facebook-ზე დაწერა.
ბაიდენის თქმით, თავისუფალი სამყარო რუსეთს პასუხისმგებლობას აკისრებს.
"უთვალავი საათი გავატარე ჩვენი ევროპელი მოკავშირეების გაერთიანებაში. ჩვენ რუსეთის ტყუილს დავუპირისპირდით სიმართლით. ახლა კი, თავისუფალი სამყარო მას პასუხისმგებლობას აკისრებს", - წერს ბაიდენი.