ავტორი:

ნანუკა გულუა შვილს ელოდება - "მადლობა ღმერთს, რომ მალე არამიწიერ ბედნიერებას მაზიარებს"

ნანუკა გულუა შვილს ელოდება - "მადლობა ღმერთს, რომ მალე არამიწიერ ბედნიერებას მაზიარებს"

ნანუკა გულუა შვილს ელოდება. ამის შესახებ, სერიალ ჩცდ"-ს მსახიობი სოციალურ ქსელში წერს და მეუღლესთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

ნანუკა გულუა:

"ერთადერთი ბედნიერება რომელიც გამოსაცდელი დამრჩა, დედობაა… მადლობა ღმერთს მალე არამიწიერ ბედნიერებას მაზიარებს… გილოცავთ, დედიკოებო! მშვიდობას გისურვებთ მთელ სამყაროში, მშვიდობას!!!"

ნანუკა გულუამ და კახა კაშიამ რამდენიმე თვის წინ, სექტემბერში იქორწინეს. მაშინ ნანუკა მეუღლეზე წერდა, - "არ უყვარს ბევრი ხატოვანი საუბარი მასზე და სულ მიკრძალავს რომ ვაქებ, ჩემი "ოცდაყველა“კი არა "ასყველა“ წელი ღირდა რომ დავლოდებოდი! ძალიან მოვუფრთხილდი რომ ოთხი დღე გადაგიმალეთ. რა კარგია, რომ “როდის თხოვდები” დავასრულეთ...“