ავტორი:

რუსეთის ოთხი "მეგობარი" - ქვეყნები, რომლებმაც გაეროს რეზოლუციას, რომელიც გმობს რუსეთის უკრაინაში შეჭრას, მხარი არ დაუჭირეს

რუსეთის ოთხი "მეგობარი" - ქვეყნები, რომლებმაც გაეროს რეზოლუციას, რომელიც გმობს რუსეთის უკრაინაში შეჭრას, მხარი არ დაუჭირეს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია სახელწოდებით "აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“, რომელიც გმობს რუსეთის შეჭრას უკრაინაში და მოითხოვს რუსეთისგან, დაუყოვნებლივ გაიყვანოს ჯარი უკრაინის ტერიტორიიდან.

გადაწყვეტილება მიღებულია ხმათა უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობით და აპლოდისმენტებით - მას მხარი დაუჭირა 141-მა ქვეყანამ, წინააღმდეგ მისცა ხმა ხუთმა ქვეყანამ, 35-მა თავი შეიკავა.

რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს რუსეთმა, ბელარუსმა, ჩრდილოეთ კორეამ, ერიტრეამ და სირიამ.

გაეროს გენერალური ასამბლეა გმობს, რუსეთის 2022 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებას, "სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ შესახებ უკრაინაში, გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმის გამო, როგორებიც არის საცხოვრებელი სახლები, სკოლები, საავადმყოფოები, ასევე მსხვერპლის გამო მშვიდობიან მოსახლეობაში, რომელთა შორის არიან ქალები, მოხუცები, შშმ პირები და ბავშვები.

"რუსეთის სამხედრო მოქმედებებს უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე გააჩნია ისეთი მასშტაბები, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებას არ უნახავს ევროპაში ათწლეულების მანძილზე“, - ნათქვამია რეზოლუციაში, რომელშიც, ასევე, აღნიშნულია, რომ აუცილებელია სასწრაფო მოქმედებები, რათა გადაარჩინონ მომავალი თაობა ომისგან.