Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 527 კვლევა ტესტით, მათ შორის 13 948 კვლევა ანტიგენის ტესტით და 3 579 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 115 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 619 274.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 2 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 17.77%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 23.53% ხოლო 7 დღის მანძილზე - 18.85%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 11 767 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 529 623.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 43 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 274 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 115 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 347 შემთხვევა, აჭარა - 125, იმერეთი - 461, ქვემო ქართლი -153, შიდა ქართლი - 189, გურია - 178, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 266, კახეთი - 220, მცხეთა-მთიანეთი - 77, სამცხე-ჯავახეთი - 57, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 42.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 73 351 საიდანაც, 3 025 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 146, აჭარაში - 305, იმერეთში - 642. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 718 პირი, მათ შორის, თბილისში - 312, აჭარაში - 91, იმერეთში - 141. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 250 პირი, მათგან თბილისში - 144, აჭარაში - 28, იმერეთში - 18. 70 326 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.