უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გუშინ რუსეთის ფედერაციის სამი თვითმფრინავი და ორი ვერტმფრენი გაანადგურა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა სოციალურ ქსელში ავრცელებს. მათი ცნობით, უკრაინის სახმელეთო ძალებს მტრის სამხედრო ტექნიკისა და ცოცხალი ძალის განადგურებაში სუ-24მ და სუ-25 ტიპის ავიამოიერიშეები ეხმარებოდნენ.
"2 მარტს უკრაინული ავიამოიერიშეები სუ-24მ და სუ-25 უკრაინის სახმელეთო ჯარების ქვედანაყოფებს კიევის, სუმის, ჩერნიგოვისა და ხარკოვის ოლქებში მტრის სამხედრო ტექნიკისა და ცოცხალი ძალის განადგურებაში ეხმარებოდა. უფრო კონკრეტულად, დღე-ღამის განმავლობაში საზენიტო -სარაკეტო ქვედანაყოფების მიერ განადგურებულია მტრის 3 თვითმფრინავი და 2 ვერტმფრენი,“- ნათქვამია ინფორმაციაში.