ჩერნიგოვში რუსული ჭურვი ნავთობბაზას მოხვდა. შედეგად ნავთობბაზაზე ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მათივე ცნობით, ცეცხლი, ჯამში 3 ათასი კუბური მეტრის მოცულობის დიზელის საწვავის რეზერვუართა ერთობლიობას უკიდია.