რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი მზად იყო სანქციებისთვის, მაგრამ არ ელოდნენ, რომ ის შეეხებოდა სპორტსმენებსა და მედიის წარმომადგენლებს.
ამის შესახებ ლავროვმა "ალ ჯაზირასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
"ჩვენ მზად ვიყავით სანქციებისთვის, მაგრამ არ მოველოდით, რომ ის შეეხებოდა სპორტსმენებს, ინტელიგენციას, მსახიობებსა და მედიის წარმომადგენლებს“, - განაცხადა ლავროვმა.