ავტორი:

"ომი ბავშვობას ანადგურებს" - ჯოან როულინგი უკრაინაში, ობოლთა თავშესაფარში დარჩენილ ბავშვებს დაეხმარება

"ომი ბავშვობას ანადგურებს" - ჯოან როულინგი უკრაინაში, ობოლთა თავშესაფარში დარჩენილ ბავშვებს დაეხმარება

"ჰარი პოტერის“ ავტორი, ბრიტანელი მწერალი, ჯოან როულინგი რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად დაზარალებულ ბავშვებს დაეხმარება. ამის შესახებ როულინგი სოციალურ ქსელში წერს.

როულინგის მიზანია უკრაინაში ობოლთა თავშესაფრებში დარჩენილ ბავშვებს დაეხმაროს. ამაზე მისი საქველმოქმედო ფონდი, Lumos იზრუნებს.

"ომი ბავშვობას ანადგურებს და ოჯახის წევრებს ერთმანეთთან აშორებს. Lumos მოგიწოდებთ დაეხმაროთ უკრაინაში, ობოლთა თავშესაფარში დარჩენილ 100 000 ბავშვს", - წერს მწერალი.

War shatters childhoods and tears families apart. @lumos has launched an appeal to help the c100k children trapped in orphanages in #Ukraine https://t.co/pDEOiBd3pp
— J.K. Rowling (@jk_rowling) March 1, 2022

როულინგის ფონდი ამჟამად ბავშვების დასახმარებლად შესაბამის სახსრებს აგროვებს, გარდა ამისა, დახმარებას უწევს უკრაინიდან ევაკუირებულ ადამიანებსაც.