ავტორი:

"უკრაინის დღეები" კინოთეატრ "ამირანში

"უკრაინის დღეები" კინოთეატრ "ამირანში

კინოთეატრ "ამირანის" ინფორმაციით, 5-8 მარტს, “ამირანში", ქართველი კინომწარმოებლები და რეჟისორები წარმოადგენენ “უკრაინის დღეებს”.

"4 დღის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება 10 დოკუმენტური და მხატვრული ფილმი უკრაინის უახლესი ისტორიის შესახებ.

"უკრაინის დღეების" მთავარი გზავნილია სოლიდარობა უკრაინელ ხალხს, ხოლო ღონისძიების ფარგლებში, ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება უკრაინის მხარდაჭერის ფონდში.

“უკრაინის დღეების” ფარგლებში ნაჩვენები იქნება შემდეგი ფილმები:

"ცუდი გზები, სახლისკენ", "გამოკვეთილი ნიშნების გარეშე", "ალისა ომის სამყაროში", "ყველაფერი ცეცხლში", "ვართა1", "ბედნიერი წლები", "ძაღლების შორეული ყეფა".

მაყურებლები შეიტყობენ ყველაფერს მაიდნის რევოლუციის, რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ და საკუთარ წვლილს შეიტანენ გმირი უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად.

"უკრაინის დღეების” პროგრამის კურატორია უკრაინელი რეჟისორი ტატიანა კონონენკო", - ვკითხულობთ სპეციალურ განცხადებაში..