ავტორი:

როგორ ეღობებიან მამაცი უკრაინელები ატომური ელექტროსადგურისკენ მიმავალ რუსულ სამხედროებს (ფოტო, ვიდეო)

როგორ ეღობებიან მამაცი უკრაინელები ატომური ელექტროსადგურისკენ მიმავალ რუსულ სამხედროებს (ფოტო, ვიდეო)

რუსეთმა უკრაინელებს ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე თავდასხმის და "ახალი ჩერნობილის" შექმნის შესახებ გაფრთხილება მისცა. თავდამსხმელის გეგმების ჩასაშლელად, მამაცი მოქალაქეები ცოცხალ ბარიკადებს ქმნიან და ატომურ სადგურთან მისასვლელ გზას კეტავენ.

მთავრობის წარმომადგენელმა, ანტონ გერაშჩენკომ თქვა, რომ უკრაინელები სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლებენ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ენერგიის წყაროს დასაცავად:

"რეაქტორის ბეტონის გარსს ვერ გაარღვევენ, მაგრამ თუ მოინდომეს, ტრანსფორმატორებს, ტურბინებს და ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოებისთვის აუცილებელ სხვა აღჭურვილობას - დააზიანებენ. ისეთი რამ შეიძლება მოხდეს, რაც ჩერნობილისა და ფუკუშიმას დროს. რუსო გენერლებო - კარგად დაფიქრდით და შემდეგ იმოქმედეთ", - ამბობს გერაშენკო.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ მარიანო გროსიმ თქვა, რომ თუ ქარხანაში უბედური შემთხვევა მოხდა, ის "ადამიანების ჯანმრთელობასა და გარემოზე სერიოზულ ზეგავლენას იქონიებს".

გერაშენკომ თქვა, რომ რუსეთს ჯერ კიდევ აქვს დრო, თავიდან აიცილოს "ახალი ჩერნობილი": "რადიაცია არ სცნობს ეროვნებას, ის არავის ინდობს", - აცხადებს ის.

წყარო: thesun

მოამზადა ანა სიბოშვილმა