ავტორი:

"პროგრამა მინიმუმი ჰუმანიტარული დერეფნის გაკეთებაა" - რას წერს და რა ფოტოებს აქვეყნებს დავით არახამია რუსულ დელეგაციასთან შეხვედრამდე

"პროგრამა მინიმუმი ჰუმანიტარული დერეფნის გაკეთებაა" - რას წერს და რა ფოტოებს აქვეყნებს დავით არახამია რუსულ დელეგაციასთან შეხვედრამდე

დღეს უკრაინელ და რუს პოლიტიკოსებს შორის მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი უნდა გაიმართოს.

უკრაინის დელეგაციაში წარმოშობით ქართველი დავით არახამიაც არის, რომელიც უკრაინის მმართველი პარტიის "ხალხის მსახურის" ფრაქციის თავმჯდომარეა.

მოლაპარაკებების დაწყებამდე არახამია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

"ორ საათში ვიწყებთ. პროგრამა მინიმუმი ჰუმანიტარული დერეფნის გაკეთებაა", - წერს არახამია. და ფოტოებსაც გვიზიარებს.

მოლაპარაკებებზე გამგზავრებასთან დაკავშირებით წერს უკრაინული დელეგაციის კიდევ ერთი წევრი, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი.

მან სოციალურ ქსელ "ტვიტერში“ დავით არახამიასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა წარწერით - "გზად რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებებზე, უკვე ვერტმფრენში."

ცნობისთვის, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების დრო და ადგილი რამდენჯერმე შეიცვალა.

რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის ვლადიმირ მედინსკის ინფორმაციით, შეხვედრა ბელარუსში, ბრესტის ოლქში გაიმართება.