რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავის ფრანგ კოლეგას ემანუელ მაკრონს სატელეფონო საუბრისას, რომელიც დღეს 90 წუთის განმავლობაში გაგრძელდა, განუცხადა, რომ უკრაინაში საომარ მოქმედებებს განაგრძობს.
ამის შესახებ „CNN“-ს ელისეის სასახლეში სანდო წყარომ განუცხადა.
მისივე ცნობით, ამ სატელეფონო საუბრის შემდეგ, „უარესი ჯერ კიდევ წინ არის“.
"ჩვენ უნდა ველოდოთ, რომ უარესი ჯერ კიდევ წინ არის. გუშინ საფრანგეთის პრეზიდენტმაც ასე თქვა, პუტინის დღევანდელ საუბარში არაფერია ისეთი, რაც დაგვამშვიდებდა“, - განაცხადა წყარომ სასახლეში.