ღმერთმა ნუ ქნას, თუ ჩვენ აღარ ვიქნებით, შემდეგი იქნება ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, მერე საქართველო, მოლდოვა და პოლონეთი, ასე მივლენ ისინი ბერლინის კედლამდე, დამიჯერეთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდნეტმა ვოლოდიმირ ზელენსიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მან ნატო-ს მოუწოდა, გაგზავნონ უკრაინაში თვითმფრინავები.
"თუ თქვენ არ შეგწევთ ძალა დახუროთ ცა, მაშინ გამოგვიგზავნეთ თვითმფრინავები. ღმერთმა ნუ ქნას, თუ ჩვენ აღარ ვიქნებით, შემდეგი იქნება ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, მერე საქართველო, მოლდოვა და პოლონეთი. ასე მივლენ ისინი ბერლინის კედლამდე. დამიჯერეთ", - ამბობს ის.