ავტორი:

ევროპა რადიაციული კატასტროფის ზღვარზე - რა სიმძლავრის არის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური, რომელიც რუსეთმა დაბომბა?

ევროპა რადიაციული კატასტროფის ზღვარზე - რა სიმძლავრის არის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური, რომელიც რუსეთმა დაბომბა?

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა 1979 წელს დაიწყო. 1984-1987 წლებში ექსპლუატაციაში ოთხი ენერგობლოკი შევიდა. 1988 წელს შეიქმნა პროექტი სადგურის გაფართოების შესახებ, რაც ანალოგიური რეაქტორებით კიდევ ორი ​​ენერგობლოკის მშენებლობას ითვალისწინებდა. 1989 წლის აგვისტოში ქსელში მე-5 ენერგობლოკი ჩაირთო.

1990 წელს მე-6 ენერგობლოკის გაშვებაც დაიგეგმა, რაც ექსპლუატაციისთვის თითქმის მზად იყო. თუმცა უკრაინაში ატომური ელექტროსადგურების ახალი სიმძლავრეების მშენებლობა-ექსპლუატაციაზე გამოცხადებული მორატორიუმის გამო, მე-6 ბლოკის მშენებლობა 1993 წლამდე შეჩერდა.

ამ წელს მორატორიუმი მოიხსნა და მეექვსე ბლოკი ექსპლუატაციაში 1996 წელს გაეშვა, რის შემდეგაც ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ევროპაში ყველაზე დიდი, მსოფლიოში კი სიდიდით მესამე სადგური გახდა.

2009 წელს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ ის მოთხოვნებთან სრულ შესაბამისობაში მყოფ სადგურად აღიარა. 2014 წლის დასაწყისისთვის სადგურზე 11,5 ათასზე მეტი ადამიანი მუშაობდა. 2015 წლის 29 მარტს ზაპოროჟიეს ატომური სადგური პირველი ელექტროსადგური გახდა მსოფლიოში, რომელმაც ამოქმედებიდან 1 ტრილიონ კვტ/სთ-ზე მეტი ელექტროენერგია გამოიმუშავა.

2021 წლის 2 დეკემბერს ზაპოროჟიეს ატომურმა ელექტროსადგურმა, პირველად თავის ისტორიაში, დადგენილი სიმძლავრის 100%-ის, ანუ 6040 მგვტ-ის გამომუშავებას მიაღწია, ხოლო 22 დეკემბერს ელექტროსადგურმა 6140 მეგავატით აბსოლუტური სიმძლავრის რეკორდი დაამყარა..განაგრძეთ კითხვა