ნიკოლაევის რეგიონის ქალაქ ბაშტანკაში რუსი ოკუპანტები სკოლაში შეიჭრნენ და დირექტორი ჩაცხრილეს. ამის შესახებ ინფორმაციას ნიკოლაევის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვიტალი კიმი ავრცელებს.
"ბაშტინკიდან გასვლის დროს, ოკუპანტების კოლონა ამ დასახლებულ პუნქტში შევიდა, შეიჭრნენ სკოლაში, დაიკავეს ის და სკოლის დირექტორი ჩაცხრილეს,“- განაცხადა ვიტალი კიმმა „ტელეგრამში“.
ცნობისთვის, რუსი ოკუპანტები ნიკოლაევს უტევენ, უკრაინის შეიარაღებული ძალები, მათ წინააღმდეგობას უწევს.