ლატარია რომ ყველაზე იღბლიანი და უძველესი გათამაშებაა, ამაზე ყველანი ვთანხმდებით, თუმცა საკუთარ დაბადების დღეზე 2 ლარიანი გადასაფხეკი ლატარიით 20 000 ლარის მოგება განსაკუთრებული იღბალის მანიშნებელია. ასეთი იღბლიანი ადამიანი კი თბილისელი 42 წლის მარტოხელა დედა ხათუნა გუმბერიძეა.
მან საკუთარ დაბადების დღეზე, 4 თებერვალს სახლში მიმავალმა, გადასაფხეკი ლატარიის რამდენიმე ბილეთი შეიძინა და ,,შვიდიანში’’ მაქსიმალური თანხა 20 000 ლარი მოიგო.
ხათუნა გუმბერიძე თბილისში, აფრიკის დასახლებაში ორ შვილთან ერთად ცხოვრობს და ოჯახში დამხმარედ მუშაობს, ლატარიაში მოგებული 20 000 ლარით ხათუნა საკუთარი მცირე ბიზნესის წამოწყებას აპირებს.
,,ლატარიას სულ ვთამაშობ, და ვიცოდი რომ ერთხელაც დიდ თანხას მოვიგებდი, მაგრამ ეს ყველაზე სასიხარულო დღე ჩემს ცხოვრებაში, რომ საკუთარ დაბადების დღეს დაემთხვეოდა, ნამდვილად არ მეგონა. მოგებული თანხით რამე მცირე საოჯახო ბიზნესის გამართვას ვაპირებ’’ - ამბობს ხათუნა კალმახელიძე.
გადასაფხეკი ლატარიის შეძენა შესაძლებელია სახლთან ახლოს ყველა დიდ სავაჭრო ქსელის მარკეტში, გახსოვდეთ იგებს ის, ვინც თამაშობს, მოგება კი შეუძლია ყველას!
NS