ავტორი:

"რადიაციამ არ იცის, სად არის რუსეთის საზღვრები" - ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მოქალაქეებს

"რადიაციამ არ იცის, სად არის რუსეთის საზღვრები" - ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მოქალაქეებს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით რუსეთის მოქალაქეებს მიმართავს და პროტესტის გამოსახატად ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს.

"რუსო ხალხო, მინდა მოგმართოთ. 1986 წელს ჩვენ ერთად ვიბრძოდით ჩერნობილის კატასტროფის შედეგებთან. მსხვერპლი თუ არ დაგვიწყებიათ, მაშინ ნუ გაჩუმდებით. თქვენ უნდა უთხრათ თქვენს ხელისუფლებას, გამოხვიდეთ ქუჩაში და თქვათ, რომ გსურთ ცხოვრება დედამიწაზე რადიოაქტიური დაბინძურების გარეშე. რადიაციამ არ იცის, სად არის რუსეთის საზღვარი“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მან უკრაინელებსაც მიმართა და უთხრა, რომ გადაურჩენ ღამეს, რომელსაც შეეძლო უკრაინისა და ევროპის ისტორია შეეჩერებინა.

"უკრაინელებო, ჩვენ გადავურჩით ღამეს, რომელსაც შეეძლო უკრაინისა და ევროპის ისტორია შეეჩერებინა. რუსეთის ჯარი თავს დაესხა ევროპაში ყველაზე დიდ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს. მხოლოდ ეს სადგური უდრის ექვს ჩერნობილს. რუსმა ტანკისტებმა იცოდნენ, რას ბომბავდნენ. ეს არის უპრეცედენტო დონის ტერორი. უკრაინაში 15 ბირთვული ბლოკია და როგორც ჩანს, რუს სამხედროებს ჩერნობილის გლობალური ტრაგედია აღარ ახსოვთ,”- განაცხადა ზელენსკიმ.