“რუსეთს არ აქვს ცუდი განზრახვა მეზობლების მიმართ, მისი ყველა ქმედება წარმოიქმნება მხოლოდ მის წინააღმდეგ არამეგობრული ზომების საპასუხოდ“, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
მანვე თქვა, რომ "ურჩევს მეზობლებს არ შემოიღონ შეზღუდვები, რომ რ მოხდეს ესკალაცია."
"მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ჩვენ არ გვაქვს ცუდი განზრახვა მეზობლებთან მიმართებაში და მათ ასევე ვურჩვედი, რომ არ მოხდეს ესკალაცია, არ შემოიღონ რაიმე შეზღუდვა. ჩვენ ყველანი ვასრულებთ ჩვენს ვალდებულებებს და ასე გავაგრძელებთ. ვერ ვხედავთ სიტუაციის ესკალაციის, ან ურთიერთობების გაუარესების საჭიროებას.
ყველა ჩვენი ქმედება, თუ ხდება, ხდება ყოველთვის მხოლოდ რუსეთის მიმართ რაიმე არამეგობრული ქმედებების პასუხად”, - განაცხადა პუტინმა.
წყარო: Tass