უკრაინის ქალაქ მარიუპოლს არ აქვს წყალი, გათბობა და ელექტროენერგია. იწურება საკვები მას შემდეგ, რაც ბოლო ხუთი დღის განმავლობაში რუსული ძალების თავდასხმის ქვეშ მოექცა, - ამის შესახებ ინფორმაციას, გამოცემა Guardian-ი, ქალაქის მერის სატელევიზიო მიმართვაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მარიუპოლი რჩება უკრაინის კონტროლის ქვეშ, თუმცა რუსული ძალები წინ მიიწევენ და აგრძელებენ ქალაქის დაბომბვას, რამაც გამოიწვია შეფერხებები.