ვესაუბრე შარლ მიშელს. ჩვენი საერთო ამოცანაა ატომური ელექტროსადგურის, ინფრასტრუქტურისა და კრიტიკული წარმოების ობიექტების დაცვა , - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი "ტვიტერის", გვერდზე წერს.
ზელენსკის თქმით, საუბარი ასევე იყო რუსეთის მიმართ სანქციების გამკაცრებასა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ.
"ვესაუბრე შარლ მიშელს. ჩვენი საერთო ამოცანაა, ატომური ელექტროსადგურის, ინფრასტრუქტურისა და კრიტიკული წარმოების ობიექტების დაცვა. ვისაუბრეთ რუსეთის წინააღმდეგ, სანქციების გამკაცრების შესახებ. დაისვა უკრაინის ევროკავშირში წევრობის საკითხი", - წერს ზელენსკი