ავტორი:

"თქვენ ხართ ის ხალხი, რომელიც წარმოადგენს დღეს საქართველოს ღირსებას..." - რუსთაველზე უკრაინის მხარდამჭერად შეკრებილებს სალომე ზურაბიშვილმა მიმართა

"თქვენ ხართ ის ხალხი, რომელიც წარმოადგენს დღეს საქართველოს ღირსებას..." - რუსთაველზე უკრაინის მხარდამჭერად შეკრებილებს სალომე ზურაბიშვილმა მიმართა

საქართველოს პარლამენტთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს, საკანონმდებლო შენობის წინ მონიტორები და ტექნიკაა დამონტაჟებული, საიდანაც მოქალაქეებს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართა. მას პარლამენტის შენობის წინ შეკრებილები ტაშითა და ოვაციებით შეხვდნენ.

ისმოდა შეძახილები - "დიდება უკრაინას".

ზელენსკის შემდეგ შეკრებილებს მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც. "მოგესალმებით, მე ვდგავარ დღეს იქ, სადაც უნდა იდგეს საქართველო, პრეზიდენტი ზელენსკის გვერდში, უკრაინის გვერდში, ეს არის ჩვენი კულტურის, ტრადიციის ღირსება, ქართველი ერის ღირსება, რომ ჩვენ ვიდგეთ იქ, სადაც იბრძვის ჩვენი მეგობარი ქვეყანა თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის, ევროპული მომავლისთვის. ჩვენც ი ვართ, ჩვენც იქ ვიქნებით... მინდა, რომ აქედან გადავცე პრეზიდენტ ზელენსკის ჩემი თანადგომა, თქვენი თანადგომა, თქვენ ხართ ის ხალხი, რომელიც წარმოადგენს დღეს საქართველოს ღირსებას, ამისთვის დიდი მადლობა", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.