ავტორი:

უკრაინელ-რუსი მილიარდერი საკუთარ ავტოფარეხში გარდაცვლილი იპოვეს - ვინ იყო მიხაილ უოტფორდი?

უკრაინელ-რუსი მილიარდერი საკუთარ ავტოფარეხში გარდაცვლილი იპოვეს - ვინ იყო მიხაილ უოტფორდი?

უკრაინული წარმოშობის რუსი მილიარდერი, მიხაილ უოტფორდი (მიხაილ ტოლსტოშეი) დიდ ბრიტანეთში, სურეიში მდებარე ექსკლუზიურ ვილაში, რომლის ღირებულება 20 მილიონი ევროა, გარდაცვლილი იპოვეს.

66 წლის მილიარდერმა თავისი ქონება საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ნავთობში და გაზის ბიზნესში მომგებიანი გარიგებებით მოიპოვა. პოლიცია უოტფორდის სიკვდილს "აუხსნელს" უწოდებს.

The Sun-ის ინფორმაციით, ოჯახის მეგობარი ვარაუდობს, რომ უოტფორდის გარდაცვალება შეიძლება უკრაინაში განვითარებულ ბოლოდროინდელ ვითარებასთან იყოს დაკავშირებული.

“ჯერჯერობით არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სიახლოვის გამო, უოტფორდი დასავლეთის სანქციების ობიექტი გახდა“, - წერს გამოცემა. გააგრძელეთ კითხვა