ავტორი:

"ხარკოვის მიმართულებით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტებს უკან დაახევინეს" - უკრაინული მედია

"ხარკოვის მიმართულებით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტებს უკან დაახევინეს" - უკრაინული მედია

ხარკოვის მიმართულებით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტებს უკან დაახევინეს, - ამ ინფორმაციას უკრაინული მედია „უნიანი“ ტელეგრამის არხ "оперативный ЗСУ"-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

"ხარკოვის მიმართულებით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა წამოიწყეს კონტრშეტევა და უკან დააბრუნეს დამპყრობლები საზღვრისკენ“, - ნათქვამია მოხსენებაში.

ამასთან, მათივე ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს მტრის სამი ტანკი, ხოლო მეოთხე, რომელიც რუსმა სამხედროებმა მიატოვეს, უკრაინის შეიარაღებული ძალების მფლობელობაში გადავიდა.