ავტორი:

უკრაინა ორ ქალაქში ცეცხლის დროებით შეწყვეტას და ჰუმანიტარული დერეფნების გახსნას ადასტურებს

უკრაინა ორ ქალაქში ცეცხლის დროებით შეწყვეტას და ჰუმანიტარული დერეფნების გახსნას ადასტურებს

უკრაინა ორ ქალაქში ცეცხლის დროებით შეწყვეტასა და ჰუმანიტარული დერეფნების გახსნას ადასტურებს. დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პავლო კირილენკოს ინფორმაციით, მარიუპოლსა და ვოლნოვახში ჰუმანიტარული დერეფნები ადგილობრივი დროით 09:00-ზე გაიხსნა.

მისი თქმით, ადგილობრივი ადმინისტრაციები ახლა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის გეგმის დეტალებზე მუშაობენ.

ცოტა ხნის წინ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინის ორ ქალაქს ჰუმანიტარული დერეფნები გაუხსნეს.